სტადიონის განათება საშუალებას იძლევა ფასადზე დროშა ან თემატურად სხვა გამოსახულება გამოჩნდეს - ბათუმის სტადიონი

06 თებერვალი 2020, 14:23 8434 ნახვა

შპს ბათუმის სტადიონი სოციალურ ქსელში ვიდეოგრაფიკას აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ იქნება სტადიონის განათებული ფასადი.  ბათუმი არენას გარეგანათება საშუალებას იძლევა, ფასადზე სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის გამოსახულება გამოჩნდეს, რომელიც  სტადიონზე მიმდინარე ღონისძიების შესაბამისი იქნება. 

განათების ამ ვერსიაში სტადიონის ფასადი საქართველოს დროში ფერებშია, ჩნდება საქართველოს მოძრავი დროშა, შემდეგ კი ჩრდილები, რომელებიც ხორუმს ასრულებენ.

განათებით შესაძლებელია გაკეთდეს წარწერებიც. შემოთავაზებულ ვერსიაში, ჩნდება ინგლისურენოვანი წარწერა -  welcome to Batumi stadium - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმის სტადიონზე 

"განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ" - წერს შპს სტადიონი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში