მარნეულში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება, მერიაში აცხადებენ, რომ პროცედურები ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება, მუნიციპალიტეტში ყველა შესასვლელს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები აკონტროლებენ და შემსვლელ მანქანებს ამოწმებენ, საკარანტინო ზონის შიგნით, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ. ვითარებას კარანტინის ზონაში გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერის მრჩეველი.