საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული კი 18-ია. სამი პაციენტის კონტაქტები დაუდგენელია , რაც ქვეყანაში კარანტინის და კომენდანტის გამოცხადების მიზეზი გახდა. ბათუმში კორონავირუსზე 8 პირი მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 ათასამდე ადამიანი, სტაციონარში კი 266.