ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოვლენილი

03 მაისი 2020, 14:58 1702 ნახვა

ყვარლის საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147-ი საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია. სწორედ ამის გამო, კახეთის მხარეში  ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება- ამის შესახებ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება, განსაკუთრებით კი, მოწყვლად ჯგუფებზე, ექიმებზე, პოლიციელებზე. კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა, სწორედ ამის გამო მუნიციპალიტეტი მწვანე ზონად აღარ ითვლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში