კორონავირუსი აჭარაში ბოლო ორმა ინფიცირებულმაც დაამარცხა

23 მაისი 2020, 18:06 517 ნახვა

აჭარა  მწვანე ზონა  გახდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით აჭარაში კოვიდინფიცირებული  ბოლო  2 პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე ამბობს, რომ უნდა დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა.

აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში