ენმ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ანგარიშსწორებად აფასებს

29 ივლისი 2020, 18:23 457 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. საუბარია ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, რომელიც ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. ოპოზიციის წევრების განმარტებით, აჭარისწყლის მაჟორიტარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებს ვერ ესწრებოდა და შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენის მიუხედავად გაცდენილი დღეები საპატიოდ არ ჩათვალეს. პროცესებს “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციური ფრაქციის დაშლაა. ბრალდებებს კატეგორიულად გამორიცხავენ უმრავლესობაში. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად დეპუტატმა გაცდენების მიზეზები ვერ დაასაბუთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში