21 დეპუტატი 2019 წელს სიტყვით საერთოდ არ გამოსულა - კვლევის პრეზენტაცია

03 აგვისტო 2020, 15:05 1689 ნახვა

ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატები  მუხრან ვახტანგაძე, ნუკრი ბეჟანიძე და უმრავლესობის წევრი  არჩილ ხაბაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით პასიურ დეპუტატებს შორის არიან.

ირკვევა, რომ ისინი გასულ წელს საკანონმდებლო აქტიურობით საერთოდ არ გამოირჩეოდნენ. პასიური 21 დეპუტატიდან 18 უმრავლესობის წევრია. კვლევაში საუბარია, ვინ  აცდენდა  სხდომებს არასაპატიო მიზეზით,თუმცა ამ ნაწილში ვკითხულობთ, რომ ზოგადად სხდომების გაცდენის მაჩვენებლები შემცირებულია.  

ვინ არის ყველაზე აქტიური დეპუტატი და  ვის ჰქონდა გასულ წელს ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში