დაპირისპირება ახალქალაქში - დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

11 აგვისტო 2020, 10:05 1057 ნახვა

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. 37 წლის კაცს ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება ედება. ბრალი 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატის ინფორმაციით,  დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ის პოლიციამ   8 აგვისტოს, მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავა.   სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ჩანს, რომ ინციდენტში ათეულობით მოქალაქე ფიგურირებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოქალაქეების იდენტიფიცირება. 

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სოფელ კულიკამის მცხოვრებლებსა და ერთ-ერთი  სასტუმროს მეპატრონის ოჯახს შორის ინციდენტისას რამდენჯერმე ისროლეს. დაიღუპა 27 წლის კაცი და დაჭრილია ორი ადამიანი. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

ადგილობრივები დეტალებზე მხოლოდ პირად საუბარში ყვებიან, ამბობენ, რომ ორ გვარს შორის დაპირისპირება სასტუმროს ნომრების გაქირავებას უკავშირდება და მათ შორის უთანხმოება პირველად 3 წლის წინ მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში