ბათუმში, დაკვამლიანების გამო სახანძრო გამოიძახეს

16 აგვისტო 2020, 15:09 1255 ნახვა

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე დაკვამლიანება იყო. ცეცხლი ერთ-ერთი რესტორნის საკვამურში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე რესტორნის  საცხობი გათიშეს და ცეცხლი ჩაქრა. 

ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მკვიდრები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ხშირია და უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ. რესტორნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური ობიექტს პერმანენტულად ამოწმებს და მუშაობის ყველა წესი დაცულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში