ე.წ ქობულეთის კლასტერს ორი ინფიცირებული დაემატა 

17 აგვისტო 2020, 11:22 2242 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან, covid-19 კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. ისინი უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. შემთხვევები კაფე "ჰავანას'' უკავშირდება.  ჯამში აღნიშნული კლასტერიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 5 მოქალაქეს.

ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს, ქალბატონი იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა. სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში.

კლინიკაში მკურნალობას 26 ინფიცირებული პაციენტი გადი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი აჭარაშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში