ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეში ახალ დეტალებზე საუბრობს

24 აგვისტო 2020, 10:34 980 ნახვა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჩვენებებში ბევრი ახალი დეტალი იკვეთება.  როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, გამოძიებასთან ექნება ახალი შუამდგომლობები. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები თავიდან არის ჩასატარებელი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. იგი 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში