აბიტურიენტების ნაწილი ეროვნული გამოცდების შედეგების გადახედვას ითხოვს

03 სექტემბერი 2020, 18:53 3546 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროსთან ოცამდე აბიტურიენტი შეიკრიბა, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადასალახავად რამდენიმე ქულა დააკლდათ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ხელი კორონა ვირუსის პანდემიის გამო შეეშალათ.

აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კომპეტენცია არ ვრცელდება, თუმცა ისინი მზად არიან აბიტურიენტების სახელით იშუამდგომლონ შესაბამის უწყებებთან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში