„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.
სცენარის მიხედვით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება.
დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში ამერიკული მედევაკით „შავი ქორი“ განხორციელდა.