სხდომა უსკოში

17 სექტემბერი 2020, 14:17 1510 ნახვა

31 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში  მოქმედი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უსკოსგან  შრომითი სარგოს  50 პროცენტიან  დანამატს მიიღებენ. გადაწყეტილება უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს მიიღეს. განკარგულებასთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის წევრს.

კახაბერ ჯაიანი წინააღმდეგი არ ყოფილა თუმცა ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის პირობებში გაუარესებული სოციალური მდგომარების ფონზე   საუბნო კომისიის წევრებისთვის დანამატი გაუმართლებელია და ასევე აცხადებს, რომ კომისიების შემადგენლობა ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტებითაა დაკომპლექტებული.

უსკოს სხდომაზე დღეს სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის დოკუმენტაციის ელექტრონული წესით წარდგენისა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითი ნომრის მინიჭების წესი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში