მსოფლიოში კოვიდ-19 31 მილიონ 530 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

22 სექტემბერი 2020, 18:25 372 ნახვა

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 32 მილიონს აღწევს - პანდემიამ 970 ათასზე მეტი პაციენტი იმსხვერპლა, 65 ათასი  კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. კორონავირუსი დაუდასტურდა ათონის მთაზე რვა ბერს. ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის გამო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მცდარი გადაწყვეტილება იყო. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ჩეხეთი ამჟამად ევროპაში მეორე ადგილზეა.

მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს. ესპანეთის დედაქალაქის  რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა, რაც 850 ათასამდე ადამიანს შეეხო. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასს აღემატება. პანდემიის გამო ვითარება სულ უფრო მძიმდება დიდ ბრიტანეთში - გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი სერ პატრიკ ველენსი აცხადებს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში, შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 ათასს შეადგენდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში