„გენრი გისმენთ“ - მაჟორიტარობის კანდიდატი მოქალაქეების ზარებს უპასუხებს

25 სექტემბერი 2020, 14:29 184 ნახვა

პარტია ,,მოქალაქეების“ პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა , საარჩევნო ბილბორდზე საკუთარი მობილურის ნომერი განათავსა.  გენრი დოლიძე „ალეკო გისმენთ“  კამპანიას უერთდება და დღეიდან ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დეპუტატობის კანდიდატს დაურეკოს, დაუსვას  სასურველი კითხვები  და   ესაუბროს  პრობლემებზე.  

კამპანია "ალეკო გისმენთ" პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა 10 დღის წინ დედაქალაქში წამოიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში