აქცია კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით

28 სექტემბერი 2020, 19:17 1399 ნახვა

ფიჭვნარში ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ქობულეთის მერიას და კომპანია „გრინ რეზორთს“ სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ. ტერიტორაზე მწვანე ქალაქის პროექტი უნდა განხორციელდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მიწები 2012 წელს რეგისტრაციის გარეშე, დროებით სარგებლობაში, კეთილი ნების საფუძველზე გადაეცათ, დაპირება ჰქონდათ რომ სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებდნენ. ქობულეთის მერი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმართვეობას   კომპეტენციის და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კომუნიკაცია ექნება მოსახლეობასთან და ინვესტორთან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში