“ნარინჯისფერი რთველი წარმატებით უნდა დავასრულოთ” - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველი დავალება, დღეს დანიშნულ სოფლის მეურნეობის მინისტრს

30 სექტემბერი 2020, 14:26 1362 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად დღეს, 30 სექტემბერს გიორგი სურმანიძე დაინიშნა. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მას პირველი დავალება სხდომაზე მისცა.

თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად უნდა წარიმართოს და არცერთი კილოგრამი მანდარინი არ უნდა დარჩეს ჩასაბარებელი. 

''ტიტე აროშიძე აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე წარგიდგინოთ ახალი მინისტრი, გიორგი სურმანიძე, რომელიც  12 წლის  განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სფეროში. ის დაგვიბრუნდა ამერიკიდან, სადაც მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის ლოჯისტკის და კვების ინდუსტირიაში. დარწმუნებული ვარ ახლებური და ინოვატორული მიდგომებით  კიდევ უფრო გააძლიერებს სოფლის მეურნეობის დარგს. და რაც მთავარია პირველივე დავალება იქნება, რომ ორგანიზებულად მოხდეს ნარინჯისფერი რთველის დაგეგმა და არცერთი კილოგრამი მანდარინი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი კი ამბობს, რომ გეგმა ბევრი აქვს. ამაზე კი წლების განმავლობაში ფიქრობდა და მუშაობდა. 

​''მესმის რა რთულია დღევანდელ პირობებში ამ თანამდებობაზე ყოფნა, თუმცა ვიაზრებ ამ პასუხიმგებლობას და მზად ვარ ვემსახურო რეგიონს. გეგმები ძალიან ბევრია, ეს არ არის ერთი და ორი დღის ნაფიქრი. კარგად მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი სოფლის მეურნეობის სფეროში. უკვე ათწლეული ვფიქრობ მე როგორ უნდა განვითარდეს აჭარაში სოფლის მეურნეობა. ასე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ. გავითვალისწინე დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ჩავთვალე, რომ უნდა ვყოფილიყავი იქ, სადაც საჭირო ვარ'' - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში