სოციალურად დაუცველები ეპიდემიის ფონზე

06 ოქტომბერი 2020, 20:00 1006 ნახვა

ქობულეთში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთაც სახლის სახურავის ნაწილიც კი აღარ დარჩათ. როგორ უნდა იცხოვრონ მარკოიძეებმა ზამთარში? მერიას დახმარებას წლებია თხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, დაქვრივებული დედა და მისი ორი შვილი. კომპიუტერის გარეშე არიან და ბავშვები ონლაინ-გაკვეთილებსაც ვერ ესწრებიან. მერიაში კი გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სატყეო ფონდიდან,  ხის მასალით უზრუნველყოფის პროგრამა  არ განხორციელებულა.

ახლა კი ,კანონმდებლობის თანახმად არჩევნებამდე  ორი თვით ადრე, ნებისმიერი საბიუჯეტო ცვლილებების გატარება  აკრძალულია. მაგრამ ამბობენ რომ შეძლებისდაგვარად ოჯახს დაეხმარებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში