ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ და პირბადე გამოიყენონ

12 ოქტომბერი 2020, 12:25 1122 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ. პირბადე კი უნდა ეკეთოს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ასევე შეხვედრაზე მისულ მოქალაქეს.  

„რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, გარეთ სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. იმიტომ, რომ პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში, კორონავიურისის წინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა.

ამიტომ, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს და რაც მთავარია, დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება.

მოგეხსენებათ, ახლა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, იყოს შეხვედრები გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები, როგორც თავად პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში