ფოთის სამკერვალო ფაბრიკის 116 თანამშრომელი კოვიდდადებითია

14 ოქტომბერი 2020, 18:08 1501 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდა 100-ზე მეტ თანამშრომელს ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.

სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. სამკერვალოს 1300 თანამშრომელი ჰყავს, ფაბრიკამ ერთი კვირით მუშაობა შეაჩერა.

ფოთის კოვიდმიმღებ კლინიკას ამ დროისთვის 40 პაციენტის მიღება შეუძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში