შეხვედრა რეანიმატოლოგებთან და კლინიკურ ჯგუფთან

19 ოქტომბერი 2020, 18:26 1144 ნახვა

ამ წუთებში პრემიერ მინისტრი კლინიკურ და რეანიმატოლოგების ჯგუფს ხვდება. მანამდე კი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ვერ უმკლავდება.

გახარიას განცხადებით, ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და სურთ საზოგადოებაში პანიკის დათესვა.

გახარია აღიარებს რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა ეს არ არის სისტემური. მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგემება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვირუსს ვერ მართავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ურთულესი მდგომარეობაა როგორც მედპერსონალის ნაკლებობის ასევე მათი მოუმზადებლობის კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში