მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

20 ოქტომბერი 2020, 11:38 1822 ნახვა

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მოქალაქეებმა თბილისის მიმდებარედ მცხეთაში გადაინაცვლეს. 

„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ანუ ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ამის მიღმა იყო ''ქეისები''.

ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. ეს ყველაფერი კეთდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში