საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

20 ოქტომბერი 2020, 14:36 259 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 15, ხოლო დაინფიცირდა 1 194 ადამიანი.  ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6 407 ადამიანი, კოვიდ სასტუმროებში - 1 420, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 862 მოქალაქეა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს შეასრულონ რეკომენდაციები. თქვეს, რომ ამ ეტაპზე ყველანაირი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ეპიდ ვითარება აკონტროლონ. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები შესაძლოა ისევ დაწესდეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, 28, 29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ცნობისთვის, დღეიდან ეპიდ სიტუაციაზე კომენტარები კლინიკებთან აღარ კეთდება. ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებებს მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოვისმენთ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში