აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 ოქტომბერი 2020, 11:26 1616 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 301 კოვიდდადებითი პირი. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში 637 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 75 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნურ სუნთქვაზე 11 პირი იმყოფება. თავისუფალი საწოლების რაოდენობა 56.

Covid სასტუმროებში 1119 პირი იმყოფება, მათ შორის არასრულწლოვანი - 78. აჭარაში ბინაზე 1700-ზე მეტი პირი რჩება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: 

1. გარდაცვლილია 90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი.

2. 62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).

3. 75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.

4. 81 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 22:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.

5. 78 წლის პაციენტი, რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაცვალების დრო - 20.10.2020 დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;

6. 73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაც დრო 20.10.20 02:00 ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება,პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სმუ თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია

7. 54 წლის კაცი. რესპუბლიკური საავადმყოფო დიაგნოზეი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში