ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია

23 ოქტომბერი 2020, 15:37 208 ნახვა

სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ თავდამსხმელს,  რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა შემდეგ კი   თანხასთან ერთად მიიმალა. ამ დრომდე უცნობია შეიარაღებული მოქალაქის ვინაობა. გვიან ღამემდე გაგრძელდა  ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმ მოქალაქის გამოკითხვა, რომელიც თავდამსხმელის   ერთ-ერთი ბოლო მძევალი იყო. დავით ხვიბლიანმა შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სამართალდამცავები  მძევალთა ნაწილის გამოკითხვას, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ  განაახლებენ. დაკითხვები გრძელდება   სამმართველოსა და სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეოს პოლიციის შენობაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში