ევროკავშირის ქვეყნები ლოკდაუნს უბრუნდებიან

29 ოქტომბერი 2020, 13:49 1411 ნახვა

კოვიდ-19-ით ინფიცირების  შემთხვევათა მკვეთრი ზრდის გამო საფრანგეთში ერთთვიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განმარტებით, 30 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე შეიზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილება. დაიხურება ბიზნეს-ობიექტების ძირითადი ნაწილი. მოსახლეობა კი სახლიდან გასვლას მხოლოდ სამუშაო და გადაუდებელი სამედიცინო მიზნებით შეძლებს. სკოლებში მოსწავლეებმა პირბადეები გაკვეთილის პროცესშიც უნდა ატარონ. 

2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება   გერმანიაში. დაიხურება კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, კაფე-ბარები და რესტორნები. აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. 

საკარანტინო შეზღუდვები დააწესა ესპანეთის ხელისუფლებამ. ქვეყნის ხუთ რეგიონში შიდა საზღვრები ჩაიკეტა.  "კოვიდ-19-ის" რეკორდული დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში  იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიასა და საბერძნეთში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში