ბათუმში 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა 

02 ნოემბერი 2020, 16:59 1338 ნახვა

96 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა გამოჯანმრთელდა - ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. 

მუნთეა გობაძე ჰოსპიტალში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

''შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით - სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი. ჩვენი მედიკოსების დამხარებით პაციენტმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა'' - წერია ინფორმაციაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში