პროკურატურა - გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება

12 ნოემბერი 2020, 15:00 905 ნახვა

გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს – აცხადებენ  საგამოძიებო უწყებაში. ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის,  პორტალი „კვირა“ ავრცელებს.

ჩანაწერის მიხედვით ბურდული ცესკოს თანამშრომელს  თანხის სანაცვლოდ  სამსახურის დატოვებას სთხოვს. თავად ბურდული სატელეფონო ზარებს დღეს არ პასუხობს, დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ ცესკოშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში