თბილისში ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

13 ნოემბერი 2020, 17:30 696 ნახვა

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ლელოს ოფისში დღესაც გაიმართა. პოლიტიკური ლიდერები დაანონსებული აქციების დეტალებზე შეთანხმდნენ.  ხვალ 3 საათზე პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია იგეგმება, სადაც ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მათი თქმით გაყალბებულ არჩევნებს. კიდევ ერთი აქცია კი 17 ან 18 ნოემბერს გაიმართება, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, თუმცა ცნობილია, რომ ეს იქნება მისასალმებელი მდუმარე აქცია, სადაც ცოცხალი ჯაჭვით და სტიკერებით საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააცნობენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენად მოხერხდება ოპოზიცის და სახელმწიფო მდივნის აუდიენცია მისი დღის წესრიგიდან გამომდინარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში