ოპოზიციის შეხვედრა

15 ნოემბერი 2020, 18:25 802 ნახვა

ლელოს ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. ცნობილი გახდა, რომ 18 ნოემბერს მმართველი გუნდის ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად განსხვავებულ აქცია პერფორმანს გამართავენ.

ოპოზიცის წარმომადგენლები დათმობაზე წასვლას არ აპირებს, ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ხელახალი არჩევნების გამართვას.მათი თქმით, დაგეგმილი  აქციით უნდათ, რომ მაიკ პომპეოს ქვეყანაში არსებული კრიზისი აჩვენონ. თემის შესახებ უფრო მეტს გვეტყვის მარიამ ურუშაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი