თვითონ იარონ სირცხვილის კორიდორებში - თორნიკე რიჟვაძე 

16 ნოემბერი 2020, 11:50 1163 ნახვა

ვერანაირი სირცხვილის კორიდორები ვერ მოეწყობა, თვითონ იარონ სირცხვილის კორიდორებში - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა. არსებული ინფორმაციით არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ  ოპოზიცია უკადრებელს კადრულობს. 

''ამომრჩევლებს მოვუწოდებთ თამამად, გაბედულად მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს მთავრობის დამტკიცება, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი გამოწვევა, რაზეც მთავრობა ვალდებულია ქონდეს რეაგირება.

რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, ეს არის აბსოლუტურად უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სიახლეები.  მათი დაორგანიზებული უნიჭო პერფორმანსები უფრო სასირცხვილოა. 

ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას, გავიმარჯვებთ. გვაქვს დიდი შესაძლებლობა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით. უნიჭოდ დგამენ და მართლაც უკადრებელს კადრულობენ, ყოველდღე ცდილობენ რაღაც სიახლეებით გამოვიდნენ. ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, უნდა დააფიქსრონ მათი არჩევანი.

ჩვენ გვექნება მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების პერიოდი. მათ შორის იმ პრობლემებზე რეაგირების, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ ვერავინ ვერავის ვერ შეარცხვენს, თუკი ვინმეს უნდა შერცხვეს, უნდა შერცხვეთ იმ უნიჭო პერფორმანსებით, რასაც მათი დავალებით აკეთებს ის პატარა უნიჭო აქტორების ჯგუფი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში