სასუნთქი აპარატების მხრივ კოლაფსი არ არის, მნიშვნელოვანია პაციენტების მართვა გაუმჯობესდეს - ეკატერინე ტიკარაძე

16 ნოემბერი 2020, 15:23 1145 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასუნთქი აპარატების მხრივ საავადმყოფოებში კოლაფსი არ არის. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანი საავადმყოფოებში პაციენტების მართვის გაძლიერებაა.

მისივე განცხადებით, შეკვეთილია სასუნთქი აპარატების კიდევ გარკვეული რაოდენობა, რომელიც კლინიკებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

"დღეს შევხვდით კლინიკურ სექტორს, სადაც კლინიკებში ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ რაც გულისხმობს შემდგომს, რომ სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული კლინიკებში დღეს გვყავს 257 პაციენტი, 937 პაციენტი არის, რომლებსაც ესაჭიროებათ და არიან ჟანგბადდამოკიდებულნი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი, რეალურად კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები გადაანაწილონ კოვიდ სასტუმროებში სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას. აქ საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან და შევთანხმდით, რომ კლინიკები თავიანთ დონეზე გააუმჯობესებენ მენეჯმენტს, რითაც ის მობილიზებული სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იქნება იმ პაციენტებისთვის ვისაც ის მეტად ესაჭიროება.

დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. აქედან გამომდინარე ჩვენ კოლაფსი არ გვაქვს და უფრო მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ პაციენტების მართვა.

დამატებითი შესყიდვები უკვე პროცესშია, ჩვენ ველოდებით სასუნთქი აპარატების ჩამოსვლას, რომელიც გადანაწილებული იქნება კლინიკებში საჭიროებისამებრ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში