მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში - მაიკ პომპეო

17 ნოემბერი 2020, 22:37 750 ნახვა

აშშ-ის და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ისა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას.

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – წერს მაიკ პომპეო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში