ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ

19 ნოემბერი 2020, 14:43 1096 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. კანდიდატები საარჩევნო ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებითაც მიმართავენ, მოიხსნან რეგისტრაციიდან. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც გამოაცხადონ ბოიკოტი და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა.    მიუხედავდ იმისა, რომ თბილისში სირცხვილის კორიდორებს ოპოზიცია არ მოაწყობს, ბათუმში პროტესტის ეს ფორმა მაინც იგეგმება, იდეის ავტორი ირწმუნება, რომ საარჩევნო უბნებზე დისკომფორტს არა ამომრჩევლებს, არამედ  მმართველი პარტიის ლიდერებს და საარჩევნო კომიისის წარმომადგენლებს შეუქმნიან. პარალელურად აგრძელებენ საპროტესტო აქციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში