„საქართველოს სჭირდება სრულფასოვანი პარლამენტი“- ევროკავშირის ელჩის ახალი გზავნილი

22 ნოემბერი 2020, 18:14 956 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციასა და სახელისუფლებო პარტიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანი სრულად დაკომპლექტებული პარლამენტია.დიპლომატის თქმით, ეს ყველა მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ცნობისთვის, ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა, აღნიშნული მოლაპარაკებები ელჩმა  დადებითად შეაფასა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში