მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს 

23 ნოემბერი 2020, 12:46 1139 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანის საქმეზე ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

20 ნოემბერს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში