მეწარმეთა მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა

01 დეკემბერი 2020, 20:00 836 ნახვა

მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც  2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ  საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის  1 იანვრამდე,  გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის  გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე  გადაუვადდათ ვალდებულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში