უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

28 ოქტომბერი 2025, 12:21 123 ნახვა

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინტერპელაციის კითხვები უკვე მზადაა.

„შემოვიდა, ასევე, შემდეგი ინტერპელაციის კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“, პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისა და საჭირო არის ამისთვის, რომ პლენარული სხდომის კვირაზე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან მიმდინარე კვირისთვის ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში, 26-27 ნოემბერი უწევს ოთხშაბათი-ხუთშაბათი. 25 ნოემბრის კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის პროცედურით და ინტერპელაციის კითხვები ეხება განათლების რეფორმის საკითხებს, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დაანონსებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე