ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა საჯარო სკოლებისთვის სახელის მინიჭების წესი განსაზღვრეს, ასევე ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლებული ღონისძიებები.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ქონების განკარგვის წესსა და საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე. დღევანდელი სხდომა 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა იყო.