ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის

09 დეკემბერი 2020, 17:28 880 ნახვა

ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა. უნიდეპის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე.

თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეც გამოავლინა, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. მისი თქმით, ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში