პროგრამა "აწარმოე საქართველში" ცვლილებები შევიდა

17 დეკემბერი 2020, 12:13 1327 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ცვლილებები დაამტკიცა.

მისივე განმარტებით, დაკონკრეტდა დარგები, რომლებიდანაც  მსურველს ინდუსტრიული მიწის 1 ლარად მიღება შეეძლებათ.

ასევე ბიზნესს მთავრობის მიერ დაწესებული კონრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება ეხსნება.

"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მოქმედებს ერთ-ერთ კომპონენტი, როცა ჩვენ გადავცემთ 1 ლარად ინდუსტრიულ მიწას, განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგიონებში საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. 

ეს პრაქტიკა აპრობირებულია, მაგრამ აქამდე არ იყო დარგები მკაფიოდ გამოკვეთილი. ჩვენ გავაფართოეთ იმ დარგების ჩამონათვალი თუ რა დარგებში შეიძლება, რომ ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. მან უნდა მიმართოს ქონების მართვის სააგენტოს, შეარჩიოს შესაფერისი მიწა და გარკვეული პროპორციით ინვესტიციის განხორციელების და დასაქმების ვალდებულებების აღების სანაცვლოდ მას ეს მიწა სიმბოლურ ფასში გადაეცემა.

ეს დარგებია: სოფლის მეურნეობის სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარების წარმოება, ჩარხების წარმოება, ტრანსპორტი და დასაწყობება -ანუ ლოჯისტიკური სერვისები, პროფესიული, სამედიცინო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები. ეს არის საქმიანობების ფართო ჩამონათვალი, რომელსაც აერთიანებენ მსხვილი ჯგუფები.

კიდევ ერთი ცვლილება შედის აწარმოე საქართველოში. როცა ბიზნესი მოგვმართავს და ვრთავთ მათ პროგრამაში ვუსუბსუდირებთ სესხის პროცენტის დიდ ნაწილს,  რა თქმა უნდა ამის სანაცვლოდ ვუწესებთ გარკვეულ ვალდებულებებს, როგორიცაა ინვესტიციის შესრულება, დასაქმების რაოდენობა, პროფილის შენარჩუნება და დღემდე იყო ვალდებულება კონრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვება.ისეთი დინამიური ვითარებაა დღეს საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს ზედმეტ წნეხად იქცა. ჩვენ ხშირად მოგვმართავდნენ ბენეფიციარები, რომ ყოფილიყო პროდუქციის გადახედვა რასაც ისინი აწარმოებდნენ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე ვამარტივებთ ამ მიდგომას და ეს ვალდებულება მოხსნილი იქნება"-განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაში ცვლილებები შევიდა ზამთრის კურორტებზე განლაგებული სასტუმროებისთვისაც.

"დღემდე მათ ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება ერიცხბეოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როცა მათ საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს. ამიტომ ეს შეზღუდვა მოვხსენით და ჩვენი სუბსიდია  ჩაერიცხებათ მათ მიუხედავად იმისა, რამდენად სრულად გადაიხადეს  თავისი თანამონაწილეობის წილი"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში