ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს

23 დეკემბერი 2020, 14:41 2331 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 18 წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობდა ''ნაციონალური მოძრაობა''.

ხელვაჩაურის  საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ''ქართული ოცნების'' პროპორციულ სიაში იყო. ნადიმ ვარშანიძემ უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა და საკრებულოს უფლებამოსილების მოხსნის მოთხოვნით  მიმართა.

მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში