პრემიერმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კომისიის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა

19 იანვარი 2021, 14:02 1107 ნახვა

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გახარიამ  გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.

''პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ ეკონომიკა თანდათან გაიხსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდა თავიდან იყოს აცილებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთობლიობას - ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნებას, შეზღუდვების ეტაპობრივად, გონივრულად შემსუბუქებას და ვაქცინაციას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლის ნაწილიცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რათა ქვეყანა ტექნიკურად მზად იყოს ვაქცინაციის დასაწყებად.

როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. გეგმის მომზადებაში ჩართული ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან, ამავდროულად, გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის საჯარო გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი