ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვა

20 იანვარი 2021, 14:50 1201 ნახვა

თეთრი სახლი  აშშ-ის მოქმედი  პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის პირველ ლედის და ოჯახის სხვა წევრებს, ასევე ვიცე-პრეზიდენტს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს. ტრამპმა ვრცლად ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე, რომელთა შორის გადასახადების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება, სავაჭრო შეთანხმებებიდან, ასევე პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლა, ენერგორესურსებზე წვდომის გახსნა, მოსამართლეების დანიშვნა დაასახელა. მიღწევებს შორის ტრამპმა ასევე ჩამოთვალა: საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება, კოსმოსური ძალების დაარსება, „ისლამური სახელმწიფოს“დამარცხება, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, ახლო აღმოსავლეთში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები. რესპუბლიკელი პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეკორდულ დროში მისი ადმინისტრაციის დროს შესაძლებელი გახდა ორი ვაქცინის წარმოება, რასაც „სამედიცინო სასწაული“ უწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში