ამერიკა 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ

20 იანვარი 2021, 20:03 957 ნახვა

რამდენიმე წუთი რჩება ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაციამდე.  თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც იგი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვეს. ისინი ინაუგურაციას არ დაესწრებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში