რატომ ვერ გადაკვეთა გიგი უგულავამ საზღვარი?

23 იანვარი 2021, 18:15 876 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, თუ რატომ არ მისცეს ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია , მათ არ მიუღიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, რის გამოც ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი.

უწყების ინფორმაციით 2019 წელს  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე გიგი უგულავას გირაო შეუფარდეს ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. 

სამინისტროში ამბობენ, რომ  ამ ეტაპზე გიგი უგულავას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ უფიქსირდება. გიგი უგულავამ  დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც  აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს და ფაქტზე პროკურატურასა და შს სამინისტოს მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში