საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მოთხოვნა

23 იანვარი 2021, 20:10 1180 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სპორტის სამინისტროს დადგენილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საპრიზო პრემიალური თანხები მხოლოდ ოქროს მედლის მფლობელებს ჩაერიცხებათ, ქალთა ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლიან, რადგან მათი თქმით პრემიალურები ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებსაც ეკუთვნით. 

ჭადრაკის ფედერაციაში აცხადებენ, რომ დადგენილება გადაიხედება და საკითხი შესაბამის უწყებაში უკვე დაყენებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში