როგორ შეძლებენ სკოლებში რეგულაციების დაცვას?

25 იანვარი 2021, 15:00 2843 ნახვა

უკვე ცნობილია, რომ  1 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა სწავლა სკოლებში გაგრძელდება. 

საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით იმ ქალაქებში  სადაც სწავლა უშუალოდ საკლასო ოთახებში იქნება, ონლაინ სწავლება უქმდება. თუმცა გადაიხედება თუ არა სწავლების ფორმატის საკითხი,  მისცემს თუ არა სამინისტრო მშობლებს არჩევანის გაკეთების საშუალებას - ეს ჯერ უცნობია.

მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებას არ აპირებს, რადგანაც ფიქრობენ, რომ რეგულაციების დაცვა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით გაუჭირდებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში