საერთაშორისო კლასის ოსტატი მაგიდის ჩოგბურთში სარქის სარხაიანი  გარდაიცვალა

26 იანვარი 2021, 17:44 1304 ნახვა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ბათუმელი სპორტსმენი, საერთაშორისო კლასის ოსტატი მაგიდის ჩოგბურთში სარქის სარხაიანი. ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი გუნდურ და შერეულ ასპარეზობაში, ევროპის ჩემპიონატების 5 გზის ვერცხლისა და 2 გზის ბრინჯაოს პრიზიორი.საბჭოთა კავშირის 23 გზის ჩემპიონი ერთეულებში, კაცთა და შერეულ წყვილებში, მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების 4 გზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის 1971 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი.

1996 წელს იყო იტალიის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სარქის სარხაიანი აჭარის 10 საუკეთესო სპორტსმენთა სიაშია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში